რატი ბრეგაძემ თორნიკე რიჟვაძეს კოვიდბარათი გადასცა
რატი ბრეგაძემ თორნიკე რიჟვაძეს კოვიდბარათი გადასცა

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს სოფელ ჭახათში კოვიდბარათი გადასცა. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რატი ბრეგაძე აჭარის მაღალმთიან სოფელში თორნიკე რიჟვაძესთან ერთად იმყოფებოდა. იუსტიციის მინისტრმა ადგილობრივებს ინოვაციური პროექტი გააცნო და „მობილური იუსტიციის სახლის“ დახმარებით სხვადასხვა მომსახურება ადგილზე მიაწოდა.

სოფელ ჭახათში „მობილური იუსტიციის სახლის“ სერვისებს შორის ყველაზე მოთხოვნდი კოვიდბარათი იყო. იუსტიციის მინისტრმა ადგილობრივებთან ერთად კოვიდბარათი თორნიკე რიჟვაძესაც პირადად გადასცა.

აჭარის შემდეგ „მობილური იუსტიციის სახლი“ დღეს გურიის, იმერეთის, სამეგრელოს, შიდა ქართლისა და კახეთის იმ სოფლებშიც ჩავიდა, რომლებიც ცენტრიდან დაშორებით მდებარეობს. საპილოტე რეჟიმში, პირველ ეტაპზე ხუთი „მობილური იუსტიციის სახლი“ ექვს რეგიონში კვირაში ერთხელ ივლის. საბოლოოდ კი, პროექტი საქართველოს ყველა იმ სოფელს დაფარავს, სადაც სახელმწიფო სერვისები მიუწვდომელია.