რატი ბრეგაძემ ახალი წელი რუსთავში, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებთან ერთად აღნიშნა
რატი ბრეგაძემ ახალი წელი რუსთავში, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებთან ერთად აღნიშნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და მისმა მოადგილეებმა, თამარ ტყეშელაშვილმა, ბექა ძამაშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა ახალი წლის დადგომა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებთან ერთად აღნიშნეს.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ისინი 2022 წელს ქალაქ რუსთავში, გარე დაცვის თანამშრომლებსა და წვევამდელებთან ერთად შეხვდნენ, რომლებიც პენიტენციური სამსახურის გარე დაცვის ბაზაზე მსახურობენ.

იუსტიციის მინისტრმა მათ ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული წელი უსურვა.