რატი ბრეგაძე - ვინმე თუკი გაბედავს და იმოქმედებს ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის წინააღმდეგ, ის იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი
რატი ბრეგაძე - ვინმე თუკი გაბედავს და იმოქმედებს ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის წინააღმდეგ, ის იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი

არ აქვს მნიშვნელობა, ხარ ხელისუფლების წარმომადგენელი თუ ოპოზიციის, ვინმე თუკი გაბედავს და იმოქმედებს ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის წინააღმდეგ, ის იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

იუსტიციის მინისტრს კომენტარი სთხოვეს ამერიკის შეერთებულ შტატებში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლების ვიზიტთან დაკავშირებით.

„მათ, რა თქმა უნდა, აქვთ უფლება, გადაადგილდნენ, სადაც უნდათ, როგორც უნდათ, შეხვდნენ, ვისაც უნდათ. უბრალოდ, ერთი რამ უნდა ახსოვდეთ ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკაში ყოფნის პრეტენზია აქვთ: არ აქვს მნიშვნელობა, ხარ ხელისუფლების წარმომადგენელი თუ ოპოზიციის, ყოველთვის უნდა იყო ორიენტირებული სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებზე და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანზე. ვინმე თუკი გაბედავს და იმოქმედებს ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის წინააღმდეგ, რაც, სხვათა შორის, საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული და სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს, 2017 წელს შევიდა კონსტიტუციაში ეს ცვლილება, ის იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი. ვინც არ უნდა იყოს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.