რატი ბრეგაძე - სტრასბურგის გადაწყვეტილება დასტურია, რომ სააკაშვილთან მიმართებით მართლმსაჯულება განხორციელდა ევროპული სტანდარტებით და დასრულდა სიმართლის გამარჯვებით
რატი ბრეგაძე - სტრასბურგის გადაწყვეტილება დასტურია, რომ სააკაშვილთან მიმართებით მართლმსაჯულება განხორციელდა ევროპული სტანდარტებით და დასრულდა სიმართლის გამარჯვებით

სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოში სააკაშვილთან მიმართებით მართლმსაჯულება განხორციელდა ევროპული სტანდარტების სრული დაცვით, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „უსამართლობასა და სიცრუესთან ბრძოლა დასრულდა სიმართლის გამარჯვებით“.

„ჩვენ, ყველანი ვიყავით მომსწრე იმ მრავალმინიონიანი კამპანიისა, რომელიც წარმოებდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და რომელიც მიმართული იყო მსჯავრდებულ სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებისკენ, რომელიც, ასევე, მართული იყო ქვეყნის გარედან. საბოლოო ჯამში, დღევანდელ დღეს ყველამ დაინახა, რომ ჩვენ რაზეც ვსაუბრობდით, რომ სიმართლე იყო ქართული სახელმწიფოს მხარეს, ვფიქრობ, ამაში ყველა ერთხმად დარწმუნდა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც, მიუხედავად ძალიან დიდი ზეწოლისა იმ პერიოდში, თავის საქმიანობას ახორციელებდა პირნათლად და პატიონსად საკუთარი სახელმწიფოს წინაშე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „არ არსებობს საფუძველი, რათა ეჭვი შევიტანოთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცესის სამართლიანობაში“.