რატი ბრეგაძე - სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, პატიმარ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა
რატი ბრეგაძე - სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, პატიმარ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადება, თითქოს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე იყო საუბარი, სიცრუე. ამის შესახებ მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.

„მოვისმინე ნიკოლოზ ყიფშიძის კომენტარი, რომლის თანახმადაც თითქოს ჩემთან შეხვედრაზე საუბარი იყო პატიმარ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე და თითქოს ამაზე ვმსჯელობდით. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის სიცრუე! ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაზე. ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. დანარჩენზე მერე ვისაუბრებთ“, – წერს მინისტრი.