რატი ბრეგაძე - სხვადასხვა ქალაქში, უნივერსიტეტებში დავიწყეთ საჯარო ლექციების კურსი, რომელიც შეეხება საქართველოს ოკუპაციას და ნაბიჯებს, როგორ იცავს საქართველო სუვერენიტეტს სამართლებრივი გზებით
რატი ბრეგაძე - სხვადასხვა ქალაქში, უნივერსიტეტებში დავიწყეთ საჯარო ლექციების კურსი, რომელიც შეეხება საქართველოს ოკუპაციას და ნაბიჯებს, როგორ იცავს საქართველო სუვერენიტეტს სამართლებრივი გზებით

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღეს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ისაუბრა სამინისტროს საჯარო ლექციების კურსზე, რომელიც ოკუპაციას, საქართველოს სუვერენიტეტის სამართლებრივი დაცვის გზებსა და ევროინტეგრაციის სამართლებრივ ასპექტებს შეეხება.

„2022 წელს, დამოუკიდებლობის დღეს სიმბოლურად ჩვენ დავიწყეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, უნივერსიტეტებში სტუდენტებისთვის საჯარო ლექციების კურსი, რომელიც შეეხება საქართველოს ოკუპაციას და იმ ნაბიჯებს, თუ როგორ იცავს საქართველო სუვერენიტეტს სამართლებრივი გზებით. ეს ლექციები გრძელდება წარმატებით სხვადასხვა უნივერსიტეტში. ასევე, 2023 წლიდან საჯარო ლექციები დავიწყეთ ევროინტეგრაციის სამართლებრივ ასპექტებზეც, რათა საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული, თუ რა სამართლებრივი და პრაქტიკული ეტაპების გავლა უწევს საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიღების შემდეგ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძის გამოსვლის ტექსტს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.