რატი ბრეგაძე - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი ევროპის პენიტენციური დაწესებულებების სასწავლო ცენტრების ასოციაციის თავმჯდომარე გახდა
რატი ბრეგაძე - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი ევროპის პენიტენციური დაწესებულებების სასწავლო ცენტრების ასოციაციის თავმჯდომარე გახდა

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი EPTA-ს თავმჯდომარე გახდა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

იუსტიციის სასწავლო ცენტრის შესახებ რატი ბრეგაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის ფორმატში“ გამოსვლისას ისაუბრა.

„საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი გახდა ევროპის პენიტენციური დაწესებულებების სასწავლო ცენტრების ასოციაციის (EPTA ) თავმჯდომარე და 2024 წელს თბილისში გაიმართება მათი კონფერენცია. ეს ჩვენთვის არის გამოხატული დიდი ნდობა და პატივი და ჩვენ აუცილებლად სათანადო დონეზე გავუწევთ ხელმძღვანელობას ამ ევროპულ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძის გამოსვლის ტექსტს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.