რატი ბრეგაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ - შანტაჟით ბრძენ ხალხს ვერ შეაშინებთ, ძალაუფლების დაბრუნების მანიაკალური წყურვილით განპირობებული მუქარის მცდელობას კი კანონი და სამართალი ადგილს მიუჩენს
რატი ბრეგაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ - შანტაჟით ბრძენ ხალხს ვერ შეაშინებთ, ძალაუფლების დაბრუნების მანიაკალური წყურვილით განპირობებული მუქარის მცდელობას კი კანონი და სამართალი ადგილს მიუჩენს

თქვენი შანტაჟით ბრძენ ქართველ ხალხს ვერ შეაშინებთ. ძალაუფლების დაბრუნების მანიაკალური წყურვილით განპირობებული მუქარის განხორციელების მცდელობას კი კანონი და სამართალი შესაბამის ადგილს მიუჩენს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე წერს.

რატი ბრეგაძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, „თუ არ უნდათ, ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა“.

„ჩალაგამოვლებული ნაციონალური ბოლშევიკების პროპაგანდა: უსამართლობა სამართლიანობაა, უკანონობა – კანონიერება, სისხლისღვრა – მშვიდობა და სამართალი არის ის, რასაც ვიტყვით ჩვენ!

თქვენი შანტაჟით ბრძენ ქართველ ხალხს ვერ შეაშინებთ. ძალაუფლების დაბრუნების მანიაკალური წყურვილით განპირობებული მუქარის განხორციელების მცდელობას კი კანონი და სამართალი შესაბამის ადგილს მიუჩენს!“ – წერს რატი ბრეგაძე.