რატი ბრეგაძე - „მობილური იუსტიციის სახლებით“ მომხმარებელს სერვისებს საკუთარი სახლის ჭიშკართან ვაწვდით
რატი ბრეგაძე - „მობილური იუსტიციის სახლებით“ მომხმარებელს სერვისებს საკუთარი სახლის ჭიშკართან ვაწვდით

„მობილური იუსტიციის სახლი“ არის უპრეცედენტო ახალი ინოვაციური პროექტი, რომელიც რომლის მეშვეობითაც სპეციალური მიკროავტობუსები მოძრაობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით და მოსახლეობას აწვდიან მომსახურებას საკუთარი სახლის ჭიშკართან, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, „მობილური იუსტიციის სახლები“ განკუთვნილია ძირითადად სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომელსაც ხანგრძლივი დრო უწევს, რომ მივიდეს იუსტიციის სახლებთან და მიიღოს შესაბამისი მომსახურება.

„ჩვენ მათ მაქსიმალურად კომფორტული პირობები შევუქმენით იმისთვის, რომ მიიღონ მომსახურება იმავე რეჟიმში, როგორსაც ისინი მიჩვეულნი არიან იუსტიციის სახლებში და შესაბამისად დაიკმაყოფილონ ყველა ის საჭიროება, რომლებიც მათ აქვთ სახელმწიფოს წინაშე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

„მობილური იუსტიციის სახლი“ მთელ საქართველოშია და 150-ზე მეტი სოფლის 50 000-ზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა.

რატი ბრეგაძის გამოსვლის ტექსტს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.