რატი ბრეგაძე - გამიჭირდება საუბარი, რატომ არის სააკაშვილის შეწყალების საკითხი აქტუალური გვარამიას მხრიდან, ასევე მარტივი არ იქნება საუბარი, რას იზამს პრეზიდენტი, თუმცა მახსოვს სიტყვები - „არა და არასდროს“
რატი ბრეგაძე - გამიჭირდება საუბარი, რატომ არის სააკაშვილის შეწყალების საკითხი აქტუალური გვარამიას მხრიდან, ასევე მარტივი არ იქნება საუბარი, რას იზამს პრეზიდენტი, თუმცა მახსოვს სიტყვები - „არა და არასდროს“

გამიჭირდება საუბარი, რატომ არის სააკაშვილის შეწყალების საკითხი აქტუალური გვარამიას მხრიდან. ასევე, ჩემთვის მარტივი არ იქნება საუბარი იმის შესახებ, რას იზამს პრეზიდენტი, თუმცა მახსოვს პრეზიდენტის სიტყვები – „არა და არასდროს“. ამის გარდა, სხვა განცხადება არ გამიგია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

რაც შეეხება სააკაშვილის პოლიტიკურ გეგმებს, საკითხის კომენტირებისას რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქე არ არის, რის გამოც პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარეობა არ შეუძლია.

„ამასთან დაკავშირებით ადრეც ვთქვი, ახლაც გავიმეორებ, რომ ის არ არის საქართველოს მოქალაქე, მას არ აქვს პოლიტიკური პარტიის წევრობის უფლება, არ შეუძლია, იყოს პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარე. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება, სადაც ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სახით პოლიტიკური ლიდერი ჰყავთ, ის არის მათი წარმმართველი ძალა, მხოლოდ და მხოლოდ ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არაფორმალური მმართველობის კლასიკური მაგალითია. აქ ჩართულია მერაბიშვილი, კეზერაშვილი, სააკაშვილი, და ყველა სხვა, ვისაც დღეს რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ სახით ვხედავთ, უბრალოდ, ამ ადამიანების მარიონეტები არიან“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.