რატი ბრეგაძე - დასაქმებულ პატიმართა რაოდენობა სულ მცირე სამჯერ გაიზრდება
რატი ბრეგაძე - დასაქმებულ პატიმართა რაოდენობა სულ მცირე სამჯერ გაიზრდება

10-წლიანი სტრატეგიული გეგმის პრეზენტაციაზე, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა დასაქმებულ პატიმართა რაოდენობის მკვეთრი ზრდაა, რაც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას და საკუთარი შრომით შემოსავლის მიღების შესაძლებლობას, დამსაქმებლისთვის კი, მომზადდება კვალიფიციური კადრები.

„ამისათვის განვახორციელებთ მიზნობრივ პროგრამებს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს და კერძო სექტორთან ძალიან აქტიური თანამშრომლობით დასაქმებულ პატიმართა რაოდენობა სულ მცირე სამჯერ გაიზრდება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის სამინისტროს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი მსჯავრდებულთათვის სასწავლო პროექტებს სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში ახორციელებს. ერთი წლის განმავლობაში ცენტრმა 283 მსჯავრდებული გადაამზადა. მათგან 70 უკვე დასაქმებულია.