რატი ბრეგაძე - არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერმა არ უნდა შექმნას ისეთი გარემო, თითქოს ციხეში ხდება უბედურება, ეს ასე არ არის
რატი ბრეგაძე - არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერმა არ უნდა შექმნას ისეთი გარემო, თითქოს ციხეში ხდება უბედურება, ეს ასე არ არის

როგორც კი ხდება ინფიცირების შემთხვევის გამოვლენა იმ წამსვე იწყება განცალკევება პატიმრების. მინდა, მართლაც, ხაზგასმით აღვნიშნო და მადლიერება გამოვხატო ჩვენი თანამშრომლების მიმართ, რომლებიც მთელი ამ პანდემიის პირობებში, მართლაც გმირულად არ ტოვებდნენ საპატიმრო დაწესებულებას და კვირების მანძილზე საკუთარ ოჯახებს ვერ ნახულობდნენ. ბუნებრივია, ამ ხალხს სჭირდება შესაბამისი დაფასება და მადლიერება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ის საკითხი, რომელშიც არ არსებობს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები.

„არც ერთმა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერმა არ უნდა შექმნას ისეთი გარემო, თითქოს ციხეში ხდება უბედურება, იქ არის აფეთქებული პანდემია, იმიტომ რომ ეს ასე არ არის. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ინფიცირებული არის 1%. ველოდებით, რომ უკვე სექტემბრის ბოლოსკენ სრულად იქნება პენიტენციური დაწესებულება ვაქცინირებული და შესაბამისად, პრაქტიკულად იქნება ე.წ, მწვანე დაწესებულება იმ კუთხით, რომ იქნება სრულად დაცული ადამიანის ჯანმრთელობა“, – განაცხადა ბრეგაძემ.