რატი ბრეგაძე - არც ერთ ადამიანს, ვისაც მიხეილ სააკაშვილთან შესვლა ეკუთვნოდა, პრობლემა არ ჰქონია
რატი ბრეგაძე - არც ერთ ადამიანს, ვისაც მიხეილ სააკაშვილთან შესვლა ეკუთვნოდა, პრობლემა არ ჰქონია

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა აქვს ყველას, ვისაც ეკუთვნის.

მინისტრმა განცხადება გააკეთა გერმანელი ფსიქიატრის სააკაშვილთან ვიზიტის შესახებ.

რატი ბრეგაძის თქმით, საფუძველს მოკლებულია საუბარი, რომ სააკაშვილთან შესვლაზე ვინმეს რაიმე სახის პრობლემა ექმნება.

„პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე მალგოჟატა გოშევსკა არის პოლიტიკოსი, უცხო ქვეყნის მოქალაქე. საქართველოს კანონმდებლობით, მას პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება არ აქვს და ვერ შევიდოდა. რაც შეეხება ფსიქიატრს, ის არის ცენტრ „ემპათიას“ მიერ მოწვეული და აუცილებელი შესაბამისი დოკუმენტაცია თუ ექნება, შევა. მიხეილ სააკაშვილთან არც ერთ ადამიანს, ვისაც ეკუთვნოდა, შესვლის პრობლემა არ ჰქონია. ამ პერიოდის განმავლობაში სააკაშვილს 1 500 ვიზიტორი ჰყავდა. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია საუბარი, რომ ვინმეს რაიმე სახის პრობლემა ექმნება“, − განაცხადა რატი ბრეგაძემ.