რატი ბრეგაძე - არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ყველა რეგიონში გაიხსნება
რატი ბრეგაძე - არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ყველა რეგიონში გაიხსნება

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ოფისები მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა გაიხსნას, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

რატი ბრეგაძის თქმით, რეგიონებში არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრების ამოქმედება ხელს შეუწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფი 14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვნების რესოციალიზაციას და დანაშაულის პრევენციას. მინისტრის თქმით, ​რეფერირების ცენტრი ერთადერთი ორგანოა საქართველოში, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან კომპლექსურად და ინდივიდუალურად მუშაობს; ეხმარება მათ, დაძლიონ ქცევითი სირთულეები და თავიდან აირიდონ კანონთან კონფლიქტი.

რატი ბრეგაძის ინიციატივით, რეფერირების ცენტრი თბილისის გარდა უკვე ქუთაისშიც ფუნქციონირებს.

დატოვე კომენტარი