რატი ბრეგაძე -  მსოფლიოში ალბათ რთულად თუ მოიძებნება პატიმარი, რომლის უფლებებიც ასე ზედმიწევნით იყოს დაცული, როგორც მიხეილ სააკაშვილის
რატი ბრეგაძე - მსოფლიოში ალბათ რთულად თუ მოიძებნება პატიმარი, რომლის უფლებებიც ასე ზედმიწევნით იყოს დაცული, როგორც მიხეილ სააკაშვილის

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, პატიმრობის პერიოდში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა დაახლოებით 2 700-მდე ვიზიტორმა.

ამასთან, ბრაგაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომ წელიწადზე მეტია, დეპუტატებს არ ეძლევათ სააკაშვილის მონახულების უფლება და არის თუ არა ეს კანონდარღვევა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, ალბათ მსოფლიოში რთულად თუ მოიძებნება პატიმარი, რომლის უფლებებიც ასე ზედმიწევნით იყოს დაცული, როგორც მიხეილ სააკაშვილის.

„სამართლებრივად, ნებისმიერ დავაში – სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, გამართლდა საქართველო. მე თქვენგან პირადადაც, ასევე თქვენი ტელევიზიისა და სხვა ტელევიზიის წარმომადგენლებისგანაც, ოპოზიციის წარმომადგენლებისგანაც ბევრჯერ გამიგია, რომ ირღვეოდა მსჯავრდებულ სააკაშვილის უფლებები, ხდებოდა კანონდარღვევა, მაგრამ ეს არასოდეს დასტურდება. ეს არის სუბიექტური აღქმები, სამართალი კი ამ შემთხვევაში საუბრობს აბსოლუტურად სხვა რამეზე და სააკაშვილის უფლება რომ არის დაცული. ალბათ, რთულად თუ მოიძებნება პატიმარი ნებისმიერ ქვეყანაში, რომლის უფლებებიც ასე ზედმიწევნით იყოს დაცული“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.