რატი ანდრონიკაშვილი – გავაკეთეთ, რაც მწვრთნელმა დაგვავალა და დამსახურებულად გავიმარჯვეთ #1TVSPORT

00:49, 01.09.2026

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიაში 98:90 მოიგო. ეს რატი ანდრონიკაშვილისთვის საქართველოს ნაკრებში ჩატარებული ყველაზე შედეგიანი მატჩი იყო. მან 20 ქულა და 4 ჩაჭრა მოაგროვა.

პრესკონფერენციაზე მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა სწორედ რატი იახლა.

„კარგად ვითამაშეთ, გავაკეთეთ, რაც მწვრთნელმა დაგვავალა და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ვულოცავ მწვრთნელს, მოთამაშეებსა და საქართველოს.

მადლობა მწვრთნელს, რომელიც მენდობა. სულ რომ ამის ნახევარი ვითამაშო, ჩემთვის ქულები ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარია, გუნდს დავეხმარო“, – განაცხადა რატი ანდრონიკაშვილმა.

პრესკონფერენცია კი ალექსანდრ ჯიკიჩმა დაასრულა:

„მივმართავ ყველას, ვინც გვიყურებს – რატი ანდრონიკაშვილი თავისუფალი აგენტია“…

მსგავსი