რატი ანდრონიკაშვილი ფიბა-ევროპის თასზე ტურის საუკეთესო კალათბურთელობის კანდიდატია #1TVSPORT
თსუ-მ ფიბა ევროპის თასის მეოთხე ტურში გერმანულ „გიოტინგენთან“ შინ 85:86 ითამაშა. მატჩის ბომბარდირი რატი ანდრონიკაშვილი გახდა, რომელმაც 31 ქულა ჩააგდო. აქედან 19 ბოლო პერიოდში მოაგროვა.
ფიბა-ევროპის საიტზე მიმდინარეობს გამოკითხვა ტურის საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენად, რომელსაც ხმების რაოდენობის მიხედვით რატი ლიდერობს.
მასთან ერთად ტურის MVP-ის ჯილდოს მიღების კანდიდატები არიან: რონ კარი (27 ქულა, სპორტინგი), ედვინას სესკუსი (25 ქულა, ჟონავა), ტაილერ კავანოგი (23 ქულა, ბაჰჩეშეჰირი), ჯეიმს დიკი (13 ქულა, 16 მოხსნა, ალბა).
ანდრონიკაშვილის სტატისტიკა ასეთი იყო: 31 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი, 30 მქკ.
ხმის მიცემა: მეოთხე ტურის MVP.