რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დავით ქაცარავა სუს-ში დაიკითხა

სუს-ის მიერ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხვები დაიწყო. ერთ-ერთი პირი, რომელიც ცოტა ხნის წინ მოწმის სტატუსით დაკითხეს, „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი, დავით ქაცარავაა. მისი დაბარება რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ცალკეული ჯგუფები და მოქალაქეები კახეთსა და ქვემო ქართლში ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას ცდილობენ და ეროვნული კონფლიქტების დაწყების საფრთხეს ქმნიან.

თავის მხრივ, დევნაზე საუბრობს ქაცარავა, რომელიც საგამოძიებო უწყებაში დაბარებას დავით გარეჯს უკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ დავით ქაცარავა ერთი წლის წინ დავით გარეჯის სადავო სასაზღვრო მონაკვეთთან პატრულირებას ახდენდა.