რასა იუკნევიჩიენე - თბილისიდან მტკიცე ნებისყოფის ნიშანია, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო, სასწრაფოდ საჭიროა გადაწყვეტილებების მიღება
რასა იუკნევიჩიენე - თბილისიდან მტკიცე ნებისყოფის ნიშანია, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო, სასწრაფოდ საჭიროა გადაწყვეტილებების მიღება

თბილისიდან მტკიცე ნებისყოფის და SOS ნიშანია, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, საჭიროა სასწრაფოდ გადაწყვეტილებების მიღება.

„ჩვენთვის, ევროკავშირისთვის თბილისიდან მტკიცე ნებისყოფის და SOS ნიშანია. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო. ივანიშვილის რეჟიმმა ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა უკვე დააპატიმრა. სასწრაფოდ საჭიროა გადაწყვეტილებების მიღება“, – დაწერა რასა იუკნევიჩიენემ.

„დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე შიმშილობა 27 ივნისს დაიწყო და განაცხადა, რომ მზად არის, თავი შესწიროს რეჟიმს.