რასა იუკნევიჩიენე – „ქართული ოცნება“ კრემლის სახელმძღვანელოს პირდაპირ მიჰყვება
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ეხმაურება კონსტიტუციურ სარჩელს, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.
როგორც იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს, „ქართული ოცნება“ კრემლის სახელმძღვანელოს პირდაპირ მიჰყვება.
„შოკის მომგვრელი სიახლე საქართველოდან – მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოში სარჩელი შეიტანა სამი მთავარი ოპოზიციური ძალის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“ და „ახლის“ (კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ნაწილი) აკრძალვის მოთხოვნით. „ქართული ოცნება“ ლუკაშენკოს ტყუპისცალად გადაიქცა – კრემლის სახელმძღვანელოს პირდაპირ მიჰყვება“, – დაწერა რასა იუკნევიჩიენემ.
Shocking news from #Georgia 🇬🇪
Ruling Georgian Dream filed a lawsuit to ban 3 major opposition forces — the United National Movement, Lelo & Ahali–New (part of Coalition for Change).
Georgian Dream is becoming Lukashenka’s twin — straight from the Kremlin’s playbook— Rasa Juknevičienė (@RJukneviciene) October 28, 2025