რასა იუკნევიჩიენე - მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს, მმართველ ელიტას და ოპოზიციას, იპოვონ ძალა ძლიერი ევროპული დღის წესრიგისთვის, თქვენი შესანიშნავი ხალხი ამას იმსახურებს
რასა იუკნევიჩიენე - მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს, მმართველ ელიტას და ოპოზიციას, იპოვონ ძალა ძლიერი ევროპული დღის წესრიგისთვის, თქვენი შესანიშნავი ხალხი ამას იმსახურებს

ორშაბათს, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში უდიდესი დემონსტრაციით ხალხმა გამოგვიგზავნა სიგნალი, რომ მათ გადაწყვეტილი აქვთ, გაჰყვნენ ევროპის გზას. მე ვამბობ მკაფიოდ, ქართველებო, ჩვენ თქვენთან ვართ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებისას განაცხადა.

მისი თქმით, მან მოუწოდა ყველა ქართველ პოლიტიკოსს, იპოვონ ძალა ძლიერი ევროპული დღის წესრიგისთვის.

„სამწუხაროდ, ისე ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო არ იყოს ევროკომისიის რეკომენდაციისთვის შესაფერისი. მე მოვუწოდებ ყველა ქართველ პოლიტიკოსს, ორივეს, მმართველ ელიტას და ოპოზიციას, იპოვონ ძალა ძლიერი ევროპული დღის წესრიგისთვის. თქვენი შესანიშნავი ხალხი ამას იმსახურებს. დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტისა და ოპოზიციური მედიის მფლობელის გათავისუფლება იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპული ცხოვრების გზისკენ“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.