რასა იუკნევიჩიენე - გარკვეულწილად ქართველი ერის შეცდომაც იყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილს მიეცა შესაძლებლობა, გაეკეთებინა ის, რასაც დღემდე აკეთებს
რასა იუკნევიჩიენე - გარკვეულწილად ქართველი ერის შეცდომაც იყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილს მიეცა შესაძლებლობა, გაეკეთებინა ის, რასაც დღემდე აკეთებს

ერევანი სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის დედაქალაქად იქცა, ადრე ეს თბილისი იყო, ახლა კი ერევანია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ „ევროსკოპთან“ საუბრისას განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ კავკასიაში ხელში ვინმეს ევროპული დროშა ეჭიროს. სომხეთი ლიდერობას იღებს და ვფიქრობ, მომავალში ეს ქართველებისთვისაც სასარგებლო იქნება, თუ სომხეთი წარმატებას მიაღწევს და პრორუსული ძალები ვერ შეძლებენ ქვეყნის უკან, ძველ მდგომარეობაში დაბრუნებას. მთავარი გადაწყვეტილების მიმღები თავად ქართველი ხალხია. ამიტომ მოთმინება გვჭირდება. დღეს რეალობა ადგილზე ძალიან მძიმეა, მაგრამ ეს სამუდამოდ არ გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია ერის შინაგანი სული, მიუხედავად რეპრესიებისა და ყველაფრისა. მესმის, რამდენად რთულია ეს, მაგრამ ის შეცდომები, რაც დაშვებული იქნა, როდესაც ბიძინა ივანიშვილს მიეცა შესაძლებლობა, გაეკეთებინა ის, რასაც დღემდე აკეთებს, გარკვეულწილად ქართველი ერის შეცდომაც იყო, ბოდიშს ვიხდი ამის თქმისთვის. უნგრელებს 16 წელი დასჭირდათ ახალი გადაწყვეტილებების მისაღებად და იმის გასააზრებლად, რომ შესაძლოა, შეცდომა დაუშვეს, როდესაც ორბანს აძლევდნენ ხმას. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება. ერთ ან ორ დღეში ასეთი ცვლილებები არ ხდება. ამიტომ უნდა გავაგრძელოთ გზა, დავრჩეთ ჩვენი ღირებულებების ერთგულნი და რეალობა დავინახოთ. არ უნდა დავთმოთ ის, რისიც გვჯერა. სწორედ ასე ვხედავ საქართველოში ხალხს. ისინი კვლავ იბრძვიან და მომავალის იმედი ჯერ კიდევ აქვთ. ეს არ არის მარტივი პროცესი. გარედან არავინ მოვა, რომ რეჟიმი შეცვალოს. მხოლოდ სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს შეუძლია, შეცვალოს ვითარება“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.