რასა იუკნევიჩიენე – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ივანიშვილისთვისაა სასარგებლო, მის მიერ შექმნილი სახელმწიფოს მიტაცების სქემის აღიარებისთვის
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვისაა სასარგებლო, მის მიერ შექმნილი სახელმწიფოს მიტაცების სქემის აღიარებისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
„ოფიციალურ ვიზიტებს შეიძლება ჰქონდეს აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიზნად ისახავს შუამავლობას ახალი არჩევნების ჩატარებაში“, – წერს რასა იუკნევიჩიენე.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 8-10 იანვარს საქართველოში დელეგაციით ვიზიტს გეგმავს. მისი თქმით, „ეს კატასტროფული და ცუდ დროს შერჩეული ნაბიჯია“.
The planned visit of the President of the OSCE PA, @PiaKauma to GEO is only useful for Bidzina Ivanišvili, for the recognition of the state capture scheme created by him.
Official visits can only be meaningful if they are intended to mediate the holding of new free elections. https://t.co/f9WWZbTxnh— Rasa Juknevičienė (@RJukneviciene) January 5, 2025