რასა იუკნევიჩიენე - ელენე ხოშტარიას მკურნალობის გარეშე შეუქცევადი ზიანი ემუქრება, გაათავისუფლეთ ელენე
რასა იუკნევიჩიენე - ელენე ხოშტარიას მკურნალობის გარეშე შეუქცევადი ზიანი ემუქრება, გაათავისუფლეთ ელენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

იუკნევიჩიენე წერს, რომ ათთვიანი პატიმრობის შემდეგ ელენე ხოშტარიას მკურნალობის გარეშე შეუქცევადი ზიანი ემუქრება და ის უნდა გათავისუფლდეს.

„ათთვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ელენე ხოშტარიას მკურნალობის გარეშე შეუქცევადი ზიანი ემუქრება. ევროპარლამენტმა აღიარა მისი მდგომარეობის გაუარესება და სპეციალიზებული მოვლის საჭიროება. საქართველოს ხელისუფლება უგულებელყოფს მკურნალობის გეგმის მოთხოვნებს. ეს პოლიტიკური დევნაა. გაათავისუფლეთ ელენე“, – წერს რასა იუკნევიჩიენე.

ადვოკატ შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

ამასთან, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, სადაც ნათქვამია, რომ მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე სახით ან ფორმით გაუარესება არ მომხდარა. მათივე ცნობით, ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, ადვოკატის მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე სამსახურის მხრიდან განხორციელდა შესაბამისი რეაგირება და მას დაუყოვნებლივ მიეწოდა ინფორმაცია მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.