რასა იუკნევიჩიენე - საქართველო ვერ ახერხებს, გამოიყენოს მომენტუმი, როდესაც შესაძლებლობის ფანჯარა უკრაინელების გამო გაიხსნა, 2022 წლის ომამდე არავინ საუბრობდა გაფართოებაზე
რასა იუკნევიჩიენე - საქართველო ვერ ახერხებს, გამოიყენოს მომენტუმი, როდესაც შესაძლებლობის ფანჯარა უკრაინელების გამო გაიხსნა, 2022 წლის ომამდე არავინ საუბრობდა გაფართოებაზე

სამწუხაროდ, საქართველო ახლა ვერ ახერხებს, გამოიყენოს მომენტუმი, როდესაც შესაძლებლობის ფანჯარა უკრაინელების გამო გაიხსნა. 2022 წლის ფართომასშტაბიან ომამდე არავინ საუბრობდა გაფართოებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, არავინ. არ არსებობდა ამის პოლიტიკური ნება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი დანაშაულია.

„ევროპული ცხოვრების წესისთვის უკრაინელების გმირული ბრძოლის გამო ეს ფანჯარა გაიღო მოლდოვისთვის, საქართველოსთვის და, ასევე, დასავლეთ ბალკანეთისთვის. ეს არის, მე ვიტყოდი, „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი დანაშაული. ისინი არა მხოლოდ არ იყენებენ ამ შესაძლებლობას, საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.