რას ყვება საქართველოს პირველი არხის თანამშრომელი, რომელიც ბერლინიდან დაბრუნების შემდეგ კარანტინში იმყოფება [ვიდეო]

ბერლინიდან სპეცრეისით გუშინ დაბრუნებული მგზავრები 14-დღიან კარანტინს „შერატონ მეტეხი პალასში“ გაივლიან.

აღნიშნული რეისით დაბრუნდა საქართველოს პირველი არხის თანამშრომელი გიორგი ურუშაძეც, რომელიც ასევე კარანტინშია.

გუშინ ვარშავიდან და ბერლინიდან სპეცრეისებით ​სულ საქართველოს 239 მოქალაქე დაბრუნდა.