რას მოგვითხრობენ თბილისის კედლები - კედლის მხატვრობა ქალაქში
რას მოგვითხრობენ თბილისის კედლები - კედლის მხატვრობა ქალაქში

ხშირად ქალაქის ისტორიას მისი კედლები ქმნიან. თუ გინდა თბილისის შესახებ ამბები მოისმინო, საჭიროა, მის კედლებს ყური დაუგდო. ამ შემთხვევაში ხმოვან გზავნილებს ვერ მიიღებთ, თუმცა თვალს წყალს ნამდვილად დაალევინებთ.

​თბილისის კედლებზე გრაფიტი ბოლო წლებია აქტიურად გამოჩნდა. კედლის მხატვრობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხელოვნების პოპულარული ჟანრია, რომელიც ხშირად ქალაქის იერსახესაც ქმნის. ამ მხრივ, არც თბილისია გამონაკლისი.

​სოციალური გზავნილები, სარეკლამო გრაფიტები, ქალაქის ისტორიის ამსახველი ნახატები და სხვა მსგავსი შინაარსის კედლის მხატვრობა თბილისში მრავლად შეგხვდებათ. კედლის მხატვრობით ძირითადად ქალაქის ცენტრალური ნაწილია დატვირთული. თუ ერთ დროს ასეთ ნახატებს ღებავდნენ ან უბრალოდ შლიდნენ, ახლა მას ხშირად სახელმწიფოც ახალისებს.

საქართველოს დედაქალაქი მსოფლიოს კედლის მხატვრობაში მოწინავე პოზიციებზე ნამდვილად არ არის, თუმცა ის საკუთარ ისტორიას უკვე ქმნის.

​ერთად გავუყვეთ თბილისის იმ ადგილებს, სადაც კედლის მხატვრობას ვაწყდებით. 

ფოტოგრაფი: დავით ბანცაძე