რანტანენი პირველი ჰოკეისტია, ვინც სეზონში 50 ქულა დააგროვა
რანტანენი პირველი ჰოკეისტია, ვინც სეზონში 50 ქულა დააგროვა

„კოლორადოს“ ფორვარდი მიკო რანტანენი, პირველი ჰოკეისტია მიმდინარე სეზონში, ვინც 50-ქულიან ზღვარს გადააბიჯა.

22 წლის ფინელმა თავდამსხმელმა „ედმონტონთან“ 4:6 წაგებულ მატჩში 4 ქულა (1 შაიბა+3 შედეგიანი პასი) აიღო, რის შემდეგაც, რეგულარული ჩემპიონატის 30 მატჩში 52 ქულა (13+39) დაუგროვდა. რანტანენის მიმდინარე შედეგიანი სერია ზედიზედ 12 მატჩს უტოლდება.

ბომბარდირთა დავაში მისი უახლოესი მდევრები არიან: თანაგუნდელი ნათან მაკინონი (47 ქულა), ნიკიტა კუჩეროვი „ტამპა ბეიდან“ (45) და კონორ მაკდევიდიედმონტონიდან“ (43).