„რანკერზე“ გამოკითხვაში ყველა დროის საუკეთესო მწერლების რეიტინგში შოთა რუსთაველი მეცხრე ადგილზეა
„რანკერზე“ გამოკითხვაში ყველა დროის საუკეთესო მწერლების რეიტინგში შოთა რუსთაველი მეცხრე ადგილზეა

ვებგვერდ „რანკერზე“ მიმდინარე ინტერეტგამოკითხვაში ყველა დროის საუკეთესო მწერლების რეიტინგში შოთა რუსთაველი მეცხრე ადგილზეა.

ამავე რეიტინგის პირველ ადგილზეა უილიამ შექსპირი, მეორეზე თეოდორ დოსტოევსკი, მას მოსდევენ ლევ ტოლსტოი, ჩარლზ დიკენსი, ჰომეროსი, ჯ.რ.რ. ტოლკინი, ჯორჯ ორუელი და ედგარ ალან პო.​ მეცხრეზეა შოთა რუსთაველი, ხოლო მეათეზე – მარკ ტვენი.

„რანკერი“ ციფრული მედიაკომპანიაა, რომლის შტაბბინაც ლოს ანჯელესშია. ვებგვერდზე სხვადასხვა საკითხზე ასობით ინტერნეტგამოკითხვა იმართება. „რანკერს“ თვეში 49 მილიონი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს.

გამოკითხვა ვებგვერდ ranker.com-ზე შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.