რან გიდორი - საქართველოს მოქალაქეებმა 9 აპრილს კიდევ ერთხელ გმირულად დაადასტურეს, რომ თქვენი სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ შეუდრეკელია
რან გიდორი - საქართველოს მოქალაქეებმა 9 აპრილს კიდევ ერთხელ გმირულად დაადასტურეს, რომ თქვენი სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ შეუდრეკელია

ებრაელი ხალხისთვის თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა ყოველთვის უდიდესი ღირებულება იყო, ამიტომ თქვენი თავდადება ჩვენთვის განსაკუთრებულად ახლო და სამაგალითოა, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს და 9 აპრილთან დაკავშირებულ ფოტოსაც აქვეყნებს.

ფეისბუქპოსტში აღნიშნულია, რომ ისრაელის საელჩო უღრმეს პატივისცემას გამოხატავს ქართველი ერისა და საქართველოს მოქალაქეებისადმი.

„ისრაელის საელჩო ებრაელი ერის სახელით გამოხატავს უღრმეს პატივისცემას ქართველი ერისა და საქართველოს მოქალაქეებისადმი, რომლებმაც 9 აპრილს კიდევ ერთხელ გმირულად დაადასტურეს, რომ თქვენი სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ შეუდრეკელია. ებრაელი ხალხისთვის თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა ყოველთვის უდიდესი ღირებულება იყო, ამიტომ თქვენი თავდადება ჩვენთვის განსაკუთრებულად ახლო და სამაგალითოა“, – აღნიშნავს ელჩი.

9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.