რან გიდორი - დიპლომატებისთვის მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილებების მიმღები პირებისგან პირადად მოვისმინოთ, რა გზებით უმკლავდება საქართველო „კოვიდ-19“-ის გამოწვევებს
რან გიდორი - დიპლომატებისთვის მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილებების მიმღები პირებისგან პირადად მოვისმინოთ, რა გზებით უმკლავდება საქართველო „კოვიდ-19“-ის გამოწვევებს

დიპლომატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიმღები პირებისგან, პრეზიდენტისგან, ჯანდაცვის მინისტრისგან, პირადად მოვისმინოთ, რა გზებით უმკლავდებიან „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულ გამოწვევებს, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილების შესახებ დისკუსიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა

„ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია იყო, ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, დიპლომატებისთვის, რათა პირდაპირ მოვისმინოთ გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან, როგორიც არის პრეზიდენტი, ჯანდაცვის მინისტრი, რა გზებით უმკლავდებიან ისინი არსებულ გამოწვევებს, არა მხოლოდ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულს, არამედ პოლიტიკურ და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს. დიპლომატებს აქვთ ბევრი შესაძლებლობა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრის, მაგრამ ასეთი ყოვლისმომცველი კვლევა ყველა გამოწვევაზე ძალიან სასარგებლოა ჩვენთვის, რადგან ამას ვაწვდით ჩვენს მთავრობებს და ეს გვეხმარება ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში“, – განაცხადა ელჩმა.

ამასთან, ელჩმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ  ისრაელი ძალიან შეშფოთებულია ჰუმანიტარული სიტუაციით.

„ისრაელი ყოველთვის აქვს იგივე პოლიტიკა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ ეს ჰუმანიტარული კრიზისი და ეს ინციდენტი ისე მოგვარდება, რომ რეგიონში დაძაბულობას კი არ გავზრდით, არამედ შევამცირებთ“, – განაცხადა ელჩმა.