რამზან კადიროვის გვერდი​ Instagram-ზე დაიბლოკა
რამზან კადიროვის გვერდი​ Instagram-ზე დაიბლოკა

მე ისედაც ვაპირებდი ჩემი ანგარიშის გაუქმებას – ეს განცხადება ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა მას შემდეგ გააკეთა, რაც Instagram-ზე მისი გვერდი დაბლოკეს. თავად კადიროვი მიიჩნევს, რომ მომხდარი მისი სახელის და გვარის “მაგნიტსკის სიაში” შეყვანას უკავშირდება.

„ეს ქსელები დამოუკიდებელ კომპანიებად ასაღებენ თავს, სინამდვილეში კი, ვაშინგტონის დაკვეთას ასრულებენ”, – აცხადებს კადიროვი.

მისივე თქმით, ახალი წლიდან ამოქმედდება ახალი, ჩეჩნური სოციალური ქსელი და ის “არაფით ჩამოუვარდება უცხოურ ქსელებს”.

ჩეჩნეთის მეთაური აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ “მაგნიტსკის” სიაში 20 დეკემბერს შეიყვანა.