„რამშტაინის“ ჯგუფის მომდევნო შეხვედრა 9 იანვრისთვის არის დაგეგმილი, არსებული ინფორმაციით, მას ლოიდ ოსტინი უხელმძღვანელებს
„რამშტაინის“ ჯგუფის მომდევნო შეხვედრა 9 იანვრისთვის არის დაგეგმილი, არსებული ინფორმაციით, მას ლოიდ ოსტინი უხელმძღვანელებს

უკრაინის საკითხზე „რამშტაინის“ ჯგუფის მომდევნო შეხვედრა 9 იანვრისთვის არის დაგეგმილი.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უხელმძღვანელებს. ეს ამ ფორმატში ჩატარებული 25-ე შეხვედრა იქნება.

შეგახსენებთ, „რამშტაინის“ ფორმატი 2022 წელს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის კოორდინაციისთვის შეერთებული შტატების ეგიდით შეიქმნა. ის აერთიანებს მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანას.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ცოტა ხნის წინ იმედი გამოთქვა, რომ საკონტაქტო ჯგუფის ფორმატი ტრამპის პრეზიდენტობის დროსაც იქნება შენარჩუნებული.