რამშტაინის ავიაბაზაზე უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე კიევისთვის Leopard-ის ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღიათ
რამშტაინის ავიაბაზაზე უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე კიევისთვის Leopard-ის ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღიათ

რამშტაინის ავიაბაზაზე უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე კიევისთვის Leopard-ის ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

როგორც პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლასშაკმა განაცხადა, ის ოპტიმისტურად განწყობილი რჩება, რომ ტანკების მიწოდების ძალისხმევა წარმატებით დასრულდება.

„15 ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა გამართა შეხვედრა დღევანდელი კონფერენციის პარალელურად და ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი. დარწმუნებული ვარ, რომ კოალიციის შექმნა წარმატებით დასრულდება“, – განაცხადა ბლასშაკმა.

შეგახსენებთ, პოლონეთი და კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყანა მზადყოფნას გამოთქვამს, უკრაინას Leopard 2-ის ტანების მიაწოდოს, თუმცა ამისთვის აღნიშნული ტანკების მწარმოებელი ქვეყნის – გერმანიის ნებართვას ელოდება.