საქართველოს პირველი არხის ახალი პროექტის - „ჩვენი ქართული ენა“ ქართული ენის ონლაინ ოლიმპიადისთვის რეგისტრაცია მიმდინარეობს
საქართველოს პირველი არხის ახალი პროექტის - „ჩვენი ქართული ენა“ ქართული ენის ონლაინ ოლიმპიადისთვის რეგისტრაცია მიმდინარეობს

საქართველოს პირველი არხის ახალი პროექტის – „ჩვენი ქართული ენა“ ქართული ენის ონლაინ ოლიმპიადისთვის რეგისტრაცია მიმდინარეობს.

ონლაინ ოლიმპიადაში მონაწილეობა აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სკოლების მეშვიდე კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. ონლაინ ოლიმპიადაში გამარჯვებულები დაიმსახურებენ პრიზებს: ლეპტოპს, ტელევიზორს, მობილურ ტელეფონს. მონაწილეობის მსურველები სარეგისტრაციო ფორმის გასახსნელად გადადით ბმულზე.

„საქართველოს პირველი არხის ახალი პროექტის – „ჩვენი ქართული ენა“ ფარგლებში უკვე დაიწყო რეგისტრაცია ქართული ენის ონლაინ ოლიმპიადისთვის. აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სკოლების მეშვიდე კლასის მოსწავლეებს უკვე შეუძლიათ, რომ შევიდნენ საქართველოს პირველი არხის ვებგვერდ 1tv.ge-ზე სპეციალურად იმ გვერდზე, სადაც არის განთავსებული პროექტი „ჩვენი ქართული ენა“, იქ შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა და მიიღოს მონაწილეობა ქართული ენის ოლიმპიადაში.

ეს არის პირველი ნაბიჯი, რასაც დგამს საქართველოს პირველი არხი ქართული ენის პოპულარიზაციის კუთხით და პროექტის ფარგლებში ჩატარდება კიდევ რამდენიმე აქტივობა. ეს აქტივობები მიმართული იქნება იმისკენ, რომ არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებმა უფრო უკეთ ისწავლონ სახელმწიფო ენა“, – აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი რამილია ალიევა.

„ჩვენი ქართული ენა“ არის საქართველოს პირველი არხის პროექტი, რომელიც ქართული ენის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში, არაერთი აქტივობაა დაგეგმილი.