რამდენიმედღიანი კლების შემდეგ, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა

20:49, 06.04.2020

რამდენიმედღიანი კლების შემდეგ, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა დღეს კვლავ გაიზარდა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 636 ადამიანი დაიღუპა, რაც წინა დღესთან შედარებით 111-ით მეტია.

იტალიაში ეპიდემიის დაწყებიდან „კოვიდ-19“-ით სულ 16 523 ადამიანი გარდაიცვალა. იტალია კოორნავირუსით დაღუპულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ამასთან, ქვეყანაში შემცირდა ახალი ინფიცირების შემთხვევები. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსი იტალიაში 3 599 ადამიანს დაუდასტურდა. 17 მარტის შემდეგ ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

მსგავსი