ვახუშტის ხიდზე სამუშაოების გამო, რამდენიმე საათით მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აიკრძალა

07:12, 10.02.2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა თბილისში, ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აკრძალა. შეზღუდვა 07:00 საათიდან ამოქმედდა და 11:00 საათამდე გასტანს.

შსს-ში აცხადებენ, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლიდან გელოვანის გამზირზე შესული ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს მხოლოდ ჟვანიას მოედნის მიმართულებით; ბაქრაძის სანაპიროდან „ვეფხი და მოყმის“ მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი კი მხოლოდ ჟვანიას მოედნის მიმართულებით შეძლებს გადაადგილებას; ჩაკეტილი იქნება გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩამომსვლელი გზა და ავტომობილები მოძრაობას მხოლოდ სააკაძის მიმართულებით გააგრძელებენ; ასევე, ჩაკეტილი იქნება სააკაძის მოედნიდან მარჯვენა სანაპიროზე ჩამომსვლელი გზა, ტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ შარტავასა და ცინცაძის ქუჩების მიმართულებით; მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლიდან „ვეფხი და მოყმის“ მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს, გმირთა მოედანზე ამსვლელი პანდუსით სარგებლობა შეეძლება, საიდანაც, გზას თამარ მეფის, კოსტავას და ვარაზისხევის მიმართულებით გააგრძელებენ; ჩაიკეტება გმირთა მოედნიდან მარჯვენა სანაპიროზე გადამსვლელი პანდუსი და ავტომობილები მოძრაობის გაგრძელებას იუსტიციის სახლის მიმართულებით შეძლებენ.

მსგავსი