რამდენიმე საათი „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიამდე - ვინ არიან ნომინანტები
რამდენიმე საათი „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიამდე - ვინ არიან ნომინანტები

ლოს ანჯელესის „დოლბის“ თეატრი რამდენიმე საათში წლის ყველაზე მნიშვნელოვან და პრესტიჟულ კინოდაჯილდოებას უმასპინძლებს.

მსოფლიო პანდემიის გამო, „ოსკარის“ ცერემონიას ისტორიაში პირველად არ დაესწრებიან მოწვეული სტუმრები. ღონისძიებაზე დასწრების საშუალება ექნებათ ნომინანტებს. დაცული იქნება დისტანცია და წინსწრებით ყველა დამსწრეს ჩაუტარდება კოვიდტესტირება.

საუკეთესო ფილმის ნომინაციაში რვა ფილმია წარდგენილი, მათ შორის, დევიდ ფინჩერის ახალი ნამუშევარი „მანკი“, ასევე ემირალდ ფენელის „იმედის მომცემი ახალგაზრდა ქალი“; თანამედროვე ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აღიარებული პროდიუსერის, აარონს სორკინის „ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლო პროცესი„“ და ქლოა ჩჟაოს „მომთაბარეთა მიწა“. აღსანიშნავია, რომ მომთაბარეთა მიწამ უკვე დაიმსახურა „ოქროს გლობუსი“ და „ბაფტა“.

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში წარდგენილები არიან: რიზ აჰმედი, ენტონი ჰოპკინსი, გარი ოლდმენი, სტივენ იუნი და ჩედვიკ ბოუსმენი. სწორედ ამ უკანასკნელს უწინასწარმეტყველებენ ოსკარს კინოკრიტიკოსები. ამერიკელი პროდიუსერი და მსახიობი ჩედვიკ ბოუსმენი გასულ წელს სიმსივნით გარდაიცვალა.

საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტულისთვის კი იბრძოლებენ: ვაიოლა დევისი, ანდრა დეი, ვანესა კირბი, ფრენსის მაკდორმანდი და კერი მალიგანი. „ოსკარს“ უწინასწარმეტყველებენ „პიქსარის“ ახალ ნამუშევარ „სულსაც“.

საუკეთესო რეჟისორის ტიტულისთვის იბრძოლებენ: თომას ვინტერბერგი, დევიდ ფინჩერი , ქლოა ჩჟაო და ემერალდ ფენელი.