რამდენიმე ქვეყანამ საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა
რამდენიმე ქვეყანამ საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა

საფრანგეთი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ უკრაინის ტერიტორია, განსაკუთრებით ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონები.

მედიის ცნობით, ანალოგიური განცხადება გაკეთდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. „მოვუწოდებთ გერმანიის მოქალაქეებს, უკრაინა ახლავე დატოვონ. სამხედრო კონფრონტაცია შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

მსგავსი მოწოდებით გამოდის ავსტრიის მთავრობაც. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს არა მხოლოდ ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონების, არამედ კიევის დატოვებისკენაც მოუწოდებს. ამასთან, „ლუფთჰანზას“ ჯგუფში შემავალმა ავსტრიის ავიახაზებმა კიევიდან ავიარეისები შეაჩერა.

საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდეს ბრიტანეთისა და აშშ-ის მთავრობებმაც.