რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღინიშნოს
რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღინიშნოს

რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღინიშნოს. თეონა აქუბარდიას, არმაზ ახვლედიანის, ხათუნა სამნიძის, გიორგი ვაშაძის, ტარიელ ნაკაიძისა და პაატა მანჯგალაძის ინიციატივა პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე წარედგინება.

დეპუტატები 8 მაისის უქმე დღედ გამოცხადებასაც ითხოვენ.

კანონმდებლები თარიღის შეცვლის მიზეზად ევროპულ გამოცდილებას ასახელებენ.

„საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, რუსეთი და პოსტსაბჭოთა ქვეყნები, მათ შორის საქართველო, სსრკ-ს დაშლის შემდეგაც გამარჯვების დღეს 9 მაისს აღნიშნავენ. გამონაკლისია მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები და უკრაინა, სადაც, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და ევროპის (საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი და ა.შ.) მსგავსად, ეს თარიღი 8 მაისს აღინიშნება“, – განმარტავენ კანონმდებლები.