რამაზან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ ლოცვა აღავლინა
რამაზან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ ლოცვა აღავლინა

რამაზან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ ლოცვა აღავლინა.

ბაირამის ლოცვის შემდეგ მან ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მიუსამძიმრა.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მართლმადიდებელ მრევლს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა უმნიშვნელოვანესი იყო რელიგიათა შორის ურთიერთობის, პატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოების ერთიანობის განმტკიცების საქმეში“, – აღნიშნა საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ ბაირამის ლოცვის შემდეგ.

დღეს მუსლიმური სამყარო მძიმე მარხვის დასრულებას და რამაზან ბაირამს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთსა და იმ ტერიტორიაზე აღავლინეს, სადაც მუსლიმი მრევლი ახალი მეჩეთის აგებას ითხოვს.

რამაზან ბაირამი ერთთვიანი მძიმე მარხვის დასასრულს აღინიშნება. ერთი თვის განმავლობაში მორწმუნეებს მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე ეკრძალებათ ყოველგვარი საკვებისა და წყლის მიღება. მორწმუნეები მიიჩნევენ, რომ ეს არის ეშმაკსა და ვნებებზე გამარჯვების დღესასწაული.