რამაზ სვანაძე – შანსი იმათ მიეცემათ, რომლებსაც თამაში შემდეგ ციკლში მოუწევთ #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ლატვიასთან ფრედ დასრულებული (1:1) შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„პრობლემების მიუხედავად, მაინც მეტს ველოდი. რეალური საგოლე მომენტებიც გვქონდა, რომელთა რეალიზებით აბსოლუტურად სხვა თამაშს მივიღებდით. მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ძალიან გვიჭირს. ბევრი ვიმუშავეთ, რომ სწრაფი კონტრშეტევები არ მიგვეღო, მაგრამ ამ კუთხითაც რთული იყო.
რეალობიდან გამომდინარე, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი ნაკლებია. ამიტომ შანსი იმათ მიეცემათ, რომლებიც შემდეგ ციკლშიც ითამაშებენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღარ მივიწვევთ იმათ, ვისაც ახლა აქვს თამაშის უფლება“.