რამაზ სვანაძე – არის მცირე ტრავმები, მაგრამ კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, გოგლიჩიძე და ლოჩოშვილი მზად არიან სასტარტო შემადგენლობაში სათამაშოდ [ვიდეო] #1TVSPORT

19:15, 28.09.2026

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მატჩში უკრაინას უმასპინძლებს. შეხვედრა 20 საათზე დაიწყება.

მანამდე მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ მატჩისწინა „ტაიმაუტში“ უკრაინასთან დაპირისპირებაზე ისაუბრა.

ორიოდე დღის წინ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩის ძირითად შემადგენლობაში არ იყვნენ ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე, იმ შეხვედრაში ტრავმები მიიღეს მცველებმა – ლუკა ლოჩოშვილმა და საბა გოგლიჩიძემ.

„უკრაინასთან მატჩში ოთხივე ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაშია, – აღნიშნა რამაზ სვანაძემ, – ტრავმები ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია, არის მიკროტრავმები, თუმცა ოთხივე ფეხბურთელი მზადაა საიმისოდ, რომ უკრაინასთან მატჩი სასტარტო თერთმეტეულში დაიწყოს“.

 

მსგავსი