რამაზ საყვარელიძე - გერმანია საკმაოდ ფრთხილია რუსეთთან, არ ველოდი იმ რამდენიმე გაბედულ ინტონაციას და ფრაზას, რომელიც მერკელის გამოსვლას ჰქონდა
რამაზ საყვარელიძე - გერმანია საკმაოდ ფრთხილია რუსეთთან, არ ველოდი იმ რამდენიმე გაბედულ ინტონაციას და ფრაზას, რომელიც მერკელის გამოსვლას ჰქონდა

გერმანია საკმაოდ ფრთხილია რუსეთთან და არ ველოდი იმ რამდენიმე გაბედულ ინტონაციას და ფრაზას, რომელიც მერკელის გამოსვლას ჰქონდა“, – ამის შესახებ ექსპერტმა, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა

საყვარელიძის თქმით, გერმანიის კანცლერის გამოსვლას, ქართული დიპლომატიის ნამუშევარი ეტყობოდა.

„ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ველოდი, რომ რუსული გავლენა იქნებოდა მერკელის განცხადებებში და გამიხარდა, რომ რუსული პოზიციის მიმართ საკმაოდ მკაცრი იყო. ის, რაც მან აღნიშნა, რომ უსამართლობა არის ქართული ტერიტორიების, ოკუპაცია არ უხსენებია, მაგრამ მდგომარეობა და მიაყოლა უკრაინაც, სასიამოვნოა, რომ ერთ კატეგორიაში გაიყვანა ორივე ეს მოვლენა. ველოდი, ხომ არ დაარბილებს, რუსული ინტერესის ანგარიშგაწევას ხომ არ შემოიტანს მერკელი ერთ-ერთ ამოცანად, მაგრამ ეს ნაბიჯი არ გადაუდგამს“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

მისი თქმით, გამოსვლისას ჩანდა საქართველოს იმიჯი, რომლის მიტანაც ქვეყანას ყველა ევროპულ სახელმწიფოსთან, განსაკუთრებით გერმანიასთან სურს.

„საერთაშორისო ურთიერთობის წინაშე საქართველოს წარდგენა ისე, რომ ევროპაზე ორიენტირებული ქვეყანა ვართ, ხელოვნურად ევროპას მოცილებული, რომელიც უკან დაბრუნებას აპირებს, მერკელის გამოსვლას ეტყობოდა ქართული მთავრობის მიერ ამ პათოსის წინ წამოწევა. საქართველოს იმიჯი ჩანდა, რომლის მიტანაც სურს ქვეყანას ყველა ევროპულ სახელმწიფოსთან, განსაკუთრებით გერმანიასთან. გერმანია საკმაოდ ფრთხილია რუსეთთან და არ ველოდი იმ რამდენიმე გაბედულ ინტონაციას და ფრაზას, რომელიც მერკელის გამოსვლას ჰქონდა“, – განაცხადა ექსპერტმა.

ამასთან, ექსპერტის თქმით, მნიშვნელოვანი იქნება ადამიანური შთაბეჭდილება, რასაც გერმანიის კანცლერი საოკუპაციო ხაზთან მიიღებს.

„ასეთ შთაბეჭდილებებს დიდი გავლენა აქვს. ასევე მნიშვნელოვანი იქნება, როგორ შეასრულებს მერკელი მთელ კავკასიურ ტურნეს. თუ არა ხელშეწყობას, ნაკლებად ველოდები მერკელის გაჯიუტებას საქართველოს საკითხებზე. ასეთი სიჯიუტე მას ადრე ახასიათებდა. მერკელის ყველა სიტყვას რუსეთი სასწორით წონის და ის ეცდება, ისე ილაპარაკოს, რომ ნათქვამი წინ არ დახვდეს, ამიტომ ტერმინი – „უსამართლო“ ის ფარგლებია, სადაც მერკელი არც მწვადს დაწვავს და არც შამფურს“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ დასმულ კითხვაზე ანგელა მერკელმა უპასუხა: „ეს არის უსამართლობა, რაც ხდება. რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის“.