რამაზ პატარიძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
რამაზ პატარიძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

პოლონეთში მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, მძიმე წონით კატეგორიაში მოჭიდავე რამაზ პატარიძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

„ახალგაზრდა ლომად” წოდებული პატარიძე მსოფლიო ჩემპიონატზე მეექვსე ოქროს მედლისთვის იბრძოდა.

პოლონეთში 2015 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალი განმეორდა. მაშინ პატარიძემ შედეგით 3-1 დაჯაბნა რუსი მეტოქე სერგეი სემიონოვი, ამჯერად კი რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა რევანშის აღება შეძლო და ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.