ლეგენდარული ავტომარათონის „დაკარის” მეშვიდე ეტაპზე ტრაგედია მოხდა.
რალის ოფიციალური ვებგვერდი პორტუგალიელი მოტომრბოლის პაულო გონსალვეშის სიკვდილის შესახებ წერს. 40 წლის სპორტსმენი დისტანციის 276-ე კილომეტრზე ჩამოვარდა მოტოციკლიდან. გონსალვეში სამედიცინო ვერტმფრენით გადაიყვანეს კლინიკაში, მაგრამ ის გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.
გონსალვეშისთვის ეს იყო მე-13 „დაკარი” კარიერაში. ექვსი ეტაპის შემდეგ, ის მოტოციკლების ჩათვლაში 46-ე ადგილზე იმყოფებოდა.