რალფ რანგნიკმა ახსნა, რატომ მოიგო პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა - კვარაცხელიასავით ნეიმარს, მესის ან მბაპეს არასოდეს უთამაშიათ #1TVSPORT
რალფ რანგნიკმა ახსნა, რატომ მოიგო პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა - კვარაცხელიასავით ნეიმარს, მესის ან მბაპეს არასოდეს უთამაშიათ #1TVSPORT

ავსტრიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ცნობილმა გერმანელმა სპეციალისტმა, რალფ რანგნიკმა ჩემპიონთა ლიგაში პსჟ-ის გამარჯვება გუნდში დიდი ვარსკვლავების არყოფნით ახსნა.

„პსჟ ბოლო წლებში დიდ ფულს ხარჯავდა, მაგრამ იცით, ჩემპიონთა ლიგა პირველად რატომ მოიგო? მთავარი ვარსკვლავები წავიდნენ. არც კილიან მბაპე, არც მესი, არც ნეიმარი და გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე. დამთხვევაა? არა. მათ სწორი დასკვნები გამოიტანეს.

მაგალითად, აიღეთ კვარაცხელია, რომელმაც 4:0-ზე, მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე, 60 მეტრი მაინც გაირბინა ბურთის დასაბრუნებლად. არასდროს მინახავს ნეიმარი, მესი ან მბაპე მსგავს სიტუაციაში. სწორედ ეს არის გუნდის სიძლიერე“, – თქვა რანგნიკმა Sport.es-თან ინტერვიუში.