„რალფ ლორენი“ სამედიცინო ნიღბებსა და ერთჯერად ხალათებს შეკერავს
„რალფ ლორენი“ სამედიცინო ნიღბებსა და ერთჯერად ხალათებს შეკერავს

„რალფ ლორენი“ სამედიცინო ნიღბებსა და ერთჯერად ხალათებს შეკერავს. ამის შესახებ ნათქვამია სპეციალურ განცხადებაში, რომელიც მოდის სახლის „ტვიტერის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„რალფ ლორენი“ ამერიკელ პარტნიორებთან ერთად 250 000 სამედიცინო ნიღბისა და 25 ათასი სამედიცინო ხალათის წარმოებას იწყებს, რათა კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაერთოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან ერთად, „რალფ ლორენის“ კორპორაცია „კოვიდ-19“-ის გავრცელებასთან ბრძოლისთვის 10 მილიონ დოლარს გადარიცხავს. ამ თანხის ნაწილი მოდის ინდუსტრიის მხარდასაჭერად დაიხარჯება, ხოლო ნაწილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფონდში გადაირიცხება.

როგორც ცნობილია, „რალფ ლორენის“ გარდა ერთჯერადი სამედიცინო ხალათებს შეკერავს „არმანიც“, ხოლო „გუჩი“ „სენ ლორანი“ და „ბალენსიაგა“ ევროპის სამედიცინო დაწესებულებებს მილიონობით პირბადით უზრუნველყოფენ.