„რაკუვი“ პოლონეთის თასის გამარჯვებულია - გვილიას კვეკვესკირის წინაააღმდეგ არ უთამაშია #1TVSPORT
„რაკუვი“ პოლონეთის თასის გამარჯვებულია - გვილიას კვეკვესკირის წინაააღმდეგ არ უთამაშია #1TVSPORT

რაკუვი“ პოლონეთის თასის გამარჯვებულია, ფინალში, სადაც ერთმანეთს ორი ქართველი ფეხბურთელის გუნდი დაუპირისპირდა, ჩენსტოხოვას გუნდმა პოზნანისლეხი“ 3:1 დაამარცხა და საპატიო ტიტულის მფლობელი ისტორიაში მეორედ გახდა.

რაკუვის“ განაცხადში იყო ვაკო გვილია, მაგრამ არ უთამაშია, ხოლო „ლეხში“ 84-ე წუთზე ნიკა კვეკვესკირი გამოჩნდა. ფინალი წითელ-ლურჯებისთვის საუკეთესოდ დაიწყო და უკვე მე-6 წუთზე ლატვიელი ვლადისლავ გუტკოვსკის ზუსტი დაარტყით დაწინაურდნენ.

მომდევნო წუთებში „ლეხი“ უფრო ხშირად ფლობდა ბურთს და ეძებდა გადაწყვეტილებებს, თუ როგორ გაერღვია მეტოქის დაცვა. თუმცა „რაკუვმა“ 36-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო ივ ლოპესმა, რომლის გადაცემითაც მატეუშ ვდოვიაკმა გაიტანა და „რაკოვი“ გასახდელში ორბურთიანი უპირატესობით გავიდა.

მეორე ტაიმი უკეთ პოზნანელებისთვის დაიწყო და ჟოაო ამარალმა 52-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. როგორც პირველ ნაწილში, „ლეხი“ უფრო მეტხანს ფლობდა ბურთს, მაგრამ „რაკუვმა“ 76-ე წუთზე კიდევ ერთი ეფექტური კონტრშეტევა განავითარა და ფრან ტიუდორის პასის შემდეგ, ივ ლოპესმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დატოვე კომენტარი