ხორვატიის ფეხბურთის კავშირმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ივან რაკიტიჩმა ეროვნულ ნაკრებში კარიერა დაასრულა.
აღნიშნავენ, რომ 32 წლის ხორვატმა ნახევარმცველმა თავად მიიღო ნაკრების დატოვების გადაწყვეტილება.
ივან რაკიტიჩმა ხორვატიის ეროვნულ გუნდში 107 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.
სანაკრებო კარიერაში რაკიტიჩისთვის ყველაზე დიდი მიღწევა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იყო, როდესაც ხორვატებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.